Wednesday, May 4, 2016

ჭადრაკი და ნონა გაფრინდაშვილი

                      
პოროექტის სახელწოდება :  ჭადრაკი

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეების შეხვედრა ჭადრაკის სასახლეში მოჭადრაკე ქალთან ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილთან.

პროექტის აქტუალურობა : 2015 წლიდან სკოლებში დაინერგა ჭადრაკის სწავლება.

პროექტის მიზნები : მოსწავლეების დაინტერესება ჭადრაკით.მსოფლიო ჭდრაკის ლეგენდის ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილთა შეხვედრა და მისი სპორტული მოღვაწეობის გაცნობა.

მონაწილეთა ასაკი : 4 კლასი

ვადები/ხანგრძლივობა : 3 კვირა

მოსალოდნელი შედეგები : ჭადრაკი ინტელექტის კოეფიციენტს 15-25%-ით ამაღლებს. ააქტიურებს უმაღლესი მათეამატიკის, გეომეტრიისა და უცხო ენების შესწავლის ნიჭს.
ჭადრაკი წესების დაცვას ასწავლის, ადამიანი ბავშვობიდან უნდა შეეჩვიოს ღირსეულად წაგებას, წესების დაცვას, სხვისი მოქმედების წინასწარ გათვლას , ჭადრაკი ბავშვში ინტელექტუალური შრომისადმი ინტერსს აღძრავს. აიძულებს, ჯერ დაფიქრდეს, შემდეგ იმოქმედოს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი , ფოტოაპარატი , პროექტორი , ვიდეოკამერა , ინტერნეტ რესურსები.

პროექტის მსვლელობა : ინფორმაციის შეგროვება , ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას(მაგ:მათემატიკა , გეომეტირია , უცხო ენა).სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.
პედაგოგებს კი შეეძლებათ დააკავშირონ არჩეული ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს .

პროექტის ხელმძღვანელი : სპორტის პედაგოგი მზევინარ თავდგირიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : mzeotavdgiridze@gmail.com
პროექტის ბლოგი :  mzevinartavdgiridze.blogspot.nl

No comments:

Post a Comment